Wednesday, June 19, 2019

საწრეო მუშაობის რეფლექსია


შემოგთავაზებთ საწრეო მუშაობის ანგარიშს
რეფლექსიის ფორმით

   საწრეო მუშაობის რეფლექსია


საწრეო მუშაობის მიზანი:
1.მათემატიკური ცოდნის გაღრმავება;
2.  მათემატიკის მიმართ ინტერესის გაღვივება/ გამომუშავება;
3. სწორი მათემატიკური მეტყველების გამომუშავება;
    2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, მეხუთე კლასის ბაზაზე შევქმენი მათემატიკის  წრე, „ნორჩი მათემატიკოსი“, მათთვის ვისაც სურვილი აქვს უკეთ განივითაროს მათემატიკური აზროვნება და მათემატიკური ცნობიერება.
      მუშაობის პროცესის გასამრავალფეროვნებლად გამოვიყენე სხვადასხვა საინტერესო და მოსწავლეებისათვის სახალისო აქტივობები.  
  
საწრეო მუშაობის პროგრამა მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინებით შევარჩიე. მთელი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესშიდავიწყე მუშაობა ელემენტარული საკითხებიდან. ბავშვებისათვის ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ადვილად დაძლევადი იყო ყველა ის საკითხი, რომელსაც ვთავაზობდი საწრეო მუშაობის გეგმის მიხედვით.  მოსწავლეებმა აითვისეს ამოცანების ამოხსნის მარტივი ხერხები, გაეცნენ ცნობილ ქართველ მათემატიკოსთა ბიოგრაფიებს. ჯგუფური მუშაობის დროს განივითარეს თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები. განვიხილეთ მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხები, როგორც პროგრამული, ისე , კლასგარეშე, რომელიც შერჩეული მქონდა სახალისო მათემატიკიდან.
   ეს ყოველივე დამეხმარა მოსწავლეებს, უპირველეს ყოვლისა, ჩამოყალიბებოდათ მათემატიკის მიმართ დადებითი დამოკიდებულება და მრავალფეროვანი აქტივობებით გამომუშავებოდათ  ლოგიკური აზროვნება.  
      იმისათვის რომ გავსულიყავი საწრეო მუშაობის მიზნით გათვალისწინებულ შედეგზე მუშაობის ბოლოს  ჩავატარე შემაჯამებელი ტესტირება, რომლის ანალიზის მიხედვითაც მოვახდინე, როგორც ჩემი საქმიანობის, ისე მოსწავლეთა შეფასება.
        დასკვნის სახით შემიძლია აღვნიშნო, რომ საწრეო მუშაობა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესშიც. გამიადვილდა ესგ- მიზნით გათვალისწინებულ შედეგზე გასვლა. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აქვთ სურვილი მომდევნო წელს მაგავსი ხასიათის აქტივობის გამეორების. ვფიქრობ, მომდევნო წელსაც მივმართო აღნიშნული სახის ღონისძიებას.

  
სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის
უფროსი მასწავლებელი: ნინო ნადირაშვილი
2019 წელი



საწრეო მუშაობის რეფლექსია

შემოგთავაზებთ   საწრეო   მუშაობის   ანგარიშს რეფლექსიის   ფორმით    საწრეო მუშაობის რეფლექსია საწრეო მუშაობის მიზანი : 1....