სადამრიგებლო
დასრულდა ერთად ყოფნის 8 წელიწადი❤💖❤💖💖 გააცილებს მაისს სკოლის ზარი,
უკვე დადგა განშორების წამი,
გეთხოვებათ თქვენ ბავშვობა ლაღი,
კართან გელით ცხოვრება მკაცრი.
როგორ მინდა მქონდეს
ნ ატ ვ რ ის თ ვ ა ლ ი ,
რომ აგავსოთ სულ სიკეთის მადლით,
აგაცილოთ ბოროტი და ავი,
გაგინათლოთ ყველას მომავალი.
გული დარდობს,არ მაქვს ნ ა ტ ვ რ ის თ ვ ა ლ ი,
გელოდებათ გამომცდელი მკაცრი,
ბუდიდან რომ აფრინდება ბარტყი,
მარტო რჩება,ფრენას სწავლობს ცაში.
გოლგოთისკენ მიმავალი კაცი,
არ ჩიოდა.,რომ მიჰქონდა ჯვარი,
არ შეგაკრთოს მომავალმა შენმა,
უნდა შესძლო გაჭირვების თმენა.
გააცილებს მაისს სკოლის ზარი,
დაილოცოს თქვენი მომავალი,
გამქრალიყოს ნაღველი და დარდი,
სულ ჰყვაოდეს გზაზე ია ვარდი.
💖❤
მადლობელი ვარ ბედისა,რომ თქვენი ნორჩი გონება და სული მებარა და წლების განმავლობაში ვწრთვნიდი.დამილოცნიხართ ,შვილებივით გეხვევით ყველას,ღირსეულ ცხოვრებას გისირვებთ,გამრავლდით ბედნიერები იყავით❤💖 ძალიან ცოტას ვინატრებდი ღმერთმა უმრავლოს თქვენს ნინო მასწავლებელს და მე7 საჯარო სკოლას ახალი მერი და ლუკა,ანი და ნიკა,თაკო და გიორგი,მარი და რატი...💖💖და მთლიანად 2019 წლის გამოშვება მე 12 კლასის მსგავსნი მშვიდი,გაწონასწორებულნი,განათლებულნი💖❤თქვენი მიზნების შესრულებას გისურვებთ ჩემო ძვირფასებოო...💖❤
Subscribe to:
Posts (Atom)
საწრეო მუშაობის რეფლექსია
შემოგთავაზებთ საწრეო მუშაობის ანგარიშს რეფლექსიის ფორმით საწრეო მუშაობის რეფლექსია საწრეო მუშაობის მიზანი : 1....
-
შემოგთავაზებთ საწრეო მუშაობის ანგარიშს რეფლექსიის ფორმით საწრეო მუშაობის რეფლექსია საწრეო მუშაობის მიზანი : 1....
No comments:
Post a Comment