Wednesday, February 6, 2019
მათემატიკის წრე "ნორჩი მათემატიკოსები"
ნორჩი მათემატიკოსი
სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა. 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საწრეო მუშაობის წარმართვა.
2019 წლის თებერვლის თვიდან ფუნქციონირებას იწყებს მე-5 კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკის წრე ,,ნორჩი მათემატიკოსი“ მათთვის ვისაც სურვილი აქვს უკეთ განივითაროს მათემატიკური აზროვნება და მათემატიკური ცნობიერება. ყოველი კვირის სამშაბათს მე-6 გაკვეთილზე ჩატარდება მეცადინეობა ერთი საგაკვეთილო საათის განმავლობაში.
წრის ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი-ნინო ნადირაშვილი
მათემატიკს წრის მოკლე
დახასიათება
მათემატიკური მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას.
განვიხილავთ ცნობილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებს და გამონათქვამებს და სახალისო ამოცანებს.
მათემატიკის წრე ,,ნორჩი მათემატიკოსის“ მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მათემატიკის ხალისიანად შესწავლაში. სხვადასხვა დავალებების შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება გამოიმუშაონ ლოგიკური აზროვნება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
საწრეო მუშაობის რეფლექსია
შემოგთავაზებთ საწრეო მუშაობის ანგარიშს რეფლექსიის ფორმით საწრეო მუშაობის რეფლექსია საწრეო მუშაობის მიზანი : 1....
-
შემოგთავაზებთ საწრეო მუშაობის ანგარიშს რეფლექსიის ფორმით საწრეო მუშაობის რეფლექსია საწრეო მუშაობის მიზანი : 1....
No comments:
Post a Comment