Sunday, February 17, 2019

მეორე შეხვედრა

მეორე შეხვედრაზე "ნორჩმა მათემატიკოსებმა" სახალისო ამოცანებით დაიწყეს და კიდეც გადავიდნენ პრაქტიკულ სამუშაოზე.







საწრეო მუშაობის პირველი შეხვედრა

"ნორჩმა" მათემატიკოსებმა პირველი შეხვედრა გამართეს. გაეცნენ საწრეო მუშაობის წესებს და გეგმას.













Wednesday, February 6, 2019

წრის სამუშაო გრაფიკი



თემა
ხანგრძლივობა
შეხვედრის თარიღი
1
ა) შეხვედრა ბავშვებთან და მშობლებთან საორგანიზაციო საკითხებზე.

ბ)  წრის სამუშაო გეგმის გაცნობა.

1 საათი
01.02.2019
2
ა) შეკრების  თვისებები. პრაქტიკული სავარჯიშოების გაკეთება.

ბ) რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შედარება.

1 საათი
08.02.2019
3
ა) გამრავლების თვისებები, პრაქტიკული სავაარჯიშოების გაკეთება.

ბ) რიცხვებისა და თვლის წარმოშობა (საუბარი)

1 საათი
15.02.2019
4
ა) წრეწირი და წრე.

ბ) სახუმარო ამოცანები

1 საათი
22.02.2019
5
ა) შეკრება-გამოკლების თვისებები. პრაქტიკული სავარჯიშო.

ბ) ფოკუსები და რიცხვითი გამოცანები.


1 საათი
01.03.2019
6
ა) ზედაპირის ანგარიშის ხერხები.

ბ) მათემატიკური ვიქტორინა: „რა?, სად?, როდის?“


1 საათი
15.03.2019
7
ა) ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები.

ბ) ენამახვილი გენიოსებიდან სახალისო ისტორიების წაკითხვა.

1 საათი
22.03.2019
8
ა) ზეპირი ანგარიშის ხერხები.

ბ) ზღაპრები და მითები მათემატიკაზე.
1 საათი

29.03.2019
9
ა) გაყოფა. გაყოფის თვისებები.

ბ) სახალისო ამოცანები

1 საათი
05.04.2019
10
ა) სავარჯიშოები კენგურუს ამოცანათა კრებულიდან.

1 საათი
12.04.2019
11
ა)შემაჯამებელი ტესტირება.

1 საათი
19.04.2019
12
ა) ამოვხსნათ საყოფაცხოვრებო ამოცანები.

1 საათი
03.05.2019
13
ა) უცნობი რიცხვის პოვნა.

ბ) ლოგიკური ამოცანები მიხვედრაზე.
1 საათი
10.05.2019
14
ა) ამოცანები ნაწილების პოვნაზე.

ბ) სახალისო ამოცანები
1 საათი
17.05.2019
15
ა) ამოცანების ამოხსნა. განტოლებების შედგენა.

1 საათი
2405.2019
16
ა) შემაჯამებელი შეხვედრა. ვიქტორინა: „რა?, სად?, როდის?“
1 საათი
3105.2019




მათემატიკის წრის სამუშაო გეგმა


ხაშურის მე-7 საჯარო სკოლა
მათემატიკის წრის სამუშაო პროგრამა V კლასში
პედ: ნინო ნადირაშვილი
სამიზნე სკოლა
ხაშურის მე-7 საჯარო სკოლა
პროგრამის განმხორციელებელი
მათემატიკის მასწავლებელი ნინო ნადირაშვილი
წრის დასახელება
ნორჩი მათემატიკოსი
მათემატიკის წრის მნიშვნელობისა და აქტუალურობის განსაზღვრა
მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით გაიღრმავებენ საგნის ცოდნას, გაიუმჯობესებენ მარტივი ხერხებით ამოცანების ამოხსნის უნარს და სოციალურ ჩვევებს.
მიმართულება
ინტელექტუალური
სამიზნე ჯგუფი
მე-5 კლასი
მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა
15
განხორციელების სავარაუდო ვადები
თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი.
მიზანი
მათემატიკური ცოდნის გაღრმავება. გამოიმუშაოს მოსწავლემ ინტერესი მათემატიკისადმი, სწორი მათემატიკური მეტყველება.
შედეგი
მოსწავლეებმა აითვისონ ამოცანების ამოხსნის მარტივი ხერხები, გაეცნენ ქართველ მათემატიკოსთა ბიოგრაფიებს, ჯგუფური მუშაობის დროს განივითაროს თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. გაიღრმაოს საგნის ცოდნა.
მეთოდოლოგია
ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობა.
კურსის მოკლე აღწერა
ქართველ მათემატიკოსთა ბიოგრაფიების გაცნობა, მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხების განხილვა (როგორც პროგრამული, ისე კლასგარეშე), ტესტები განხილული საკითხებიდან, საკითხები, სახალისო მათემატიკიდან.


მათემატიკის წრე "ნორჩი მათემატიკოსები"

ნორჩი მათემატიკოსი სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა. 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საწრეო მუშაობის წარმართვა. 2019 წლის თებერვლის თვიდან ფუნქციონირებას იწყებს მე-5 კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკის წრე ,,ნორჩი მათემატიკოსი“ მათთვის ვისაც სურვილი აქვს უკეთ განივითაროს მათემატიკური აზროვნება და მათემატიკური ცნობიერება. ყოველი კვირის სამშაბათს მე-6 გაკვეთილზე ჩატარდება მეცადინეობა ერთი საგაკვეთილო საათის განმავლობაში. წრის ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი-ნინო ნადირაშვილი მათემატიკს წრის მოკლე დახასიათება მათემატიკური მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას. განვიხილავთ ცნობილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებს და გამონათქვამებს და სახალისო ამოცანებს. მათემატიკის წრე ,,ნორჩი მათემატიკოსის“ მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მათემატიკის ხალისიანად შესწავლაში. სხვადასხვა დავალებების შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება გამოიმუშაონ ლოგიკური აზროვნება.

საწრეო მუშაობის რეფლექსია

შემოგთავაზებთ   საწრეო   მუშაობის   ანგარიშს რეფლექსიის   ფორმით    საწრეო მუშაობის რეფლექსია საწრეო მუშაობის მიზანი : 1....